თბილისში ავტობუსების ნაწილი 14 აგვისტოდან მარშრუტს შეიცვლის

© Sputnik / Alex Shlamovავტობუსი თბილისში
ავტობუსი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე, უზნაძისა და ჩიქოვანის ქუჩებზე

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისში 14 აგვისტოდან დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე, უზნაძისა და ჩიქოვანის ქუჩებზე. ამასთან დაკავშირებით, მარშრუტს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეიცვლის.

ეკა ლალიაშვილი - Sputnik საქართველო
ტრანსპორტის მომავალი საქართველოში - ექსპერტის თვალსაზრისი

ავტობუსები და მიკროავტობუსები სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირს მიროტაძის ქუჩის ნაცვლად, ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს ქუჩის ნაწილი) ქუჩით დაუკავშირდებიან.

აღმაშენებლის გამზირიდან ჭოროხის ქუჩის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზნაძის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი ისარგებლებს.

რაც შეეხება N64 მიკროავტობუსს, ის ჩიქოვანის ქუჩის ნაცვლად, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და დოლიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ტაქსების რეგისტრაციის ერთწლიანი საფასური 100 ლარი ეღირება >>

თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა როდის მოიხსნება შეზღუდვები, უცნობია.


ყველა ახალი ამბავი
0