ხვალიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა იწყება

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედრო მოსამსახურეები
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიარაღებულ ძალებში წელს 1800 წვევამდელს გაიწვევენ

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 13 აგვისტოდან დაიწყება და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შეიარაღებულ ძალებში წელს 1800 წვევამდელს გაიწვევენ. კერძოდ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში — 1370-ს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში 200 წვევამდელს გაიწვევენ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
ახალი შესაძლებლობა რეზერვისტებისთვის - ტესტირება დაწყებულია

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მამრობითი სქესის 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადავადება არ ეხებათ, უნდა გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

2019 წლის პირველი იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წვევამდელებს არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებს. არსებული ინფორმაციით, ახალწვეულები, რომლებსაც რელიგიური შეხედულებების გამო არ სურთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, ვალდებული იქნებიან ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ. ინიციატივის თანახმად, ახალწვეულები არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობაში, მხოლოდ პროფესიონალებს დაეხმარებიან.


ყველა ახალი ამბავი
0