მაშველებმა 19 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ამ დროისთვის შტორმის გამო ზღვაში ცურვა აკრძალულია.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გრიგოლეთში, შავ ზღვაში 19 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს მოხდა. გოგონა ტალღების გამო ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შტორმი შავ ზღვაზე ფოთთან ახლოს - Sputnik საქართველო
ფოთში ზღვამ 25 წლის ტურისტის ცხედარი გამორიყა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის შტორმის გამო ზღვაში ცურვა აკრძალულია.  

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.


ყველა ახალი ამბავი
0