ფოთში ზღვამ 25 წლის ტურისტის ცხედარი გამორიყა

© Emergency Management Serviceშტორმი შავ ზღვაზე ფოთთან ახლოს
შტორმი შავ ზღვაზე ფოთთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავ ზღვაზე კვლავ მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ფოთში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მამაკაცი რუსი ტურისტია. ის და თავის მეგობარი გოგონა მალთაყვის სანაპიროზე ხუთშაბათს ზღვაში საცურაოდ შევიდნენ. ქალის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.

დამხრჩვალი რუსეთის მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები გუშინ შტორმის გამო შეჩერდა.

შტორმი - Sputnik საქართველო
ფოთში რუსი ტურისტი დაიხრჩო

გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე კვლავ მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.

წელს საქართველოს შავ ზღვაზე და წყალსატევებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სანაპიროზე მაშველები პატრულირებენ.

მიმდინარე სეზონზე 1 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდში საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიხრჩო და 192-ის გადარჩენა მოხერხდა.


ყველა ახალი ამბავი
0