თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა წყალდიდობის ამსახველი კადრები გაავრცელა.
დატბორილია ქობულეთის ნაწილი, კერძოდ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები.
წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე, რის გამოც ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელმა წვიმამ სოფლებში მეწყერული პროცესები გამოიწვია.