რუსი ტურისტის სამძებრო ოპერაცია შეჩერებულია

გამოწერა
ამ დროისთვის ზღვისპირეთში 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს, რის გამოც ცურვა სასტიკად აკრძალულია.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ფოთის სანაპიროზე დამხრჩვალი რუსეთის მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები შტორმის გამო შეჩერდა, იუწყება Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

შტორმი - Sputnik საქართველო
ფოთში რუსი ტურისტი დაიხრჩო

მამაკაცი და მისი რუსი მეგობარი გოგონა მალთაყვის სანაპიროზე ხუთშაბათს ზღვაში საცურაოდ შევიდნენ. ქალის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.

ამ დროისთვის ზღვისპირეთში 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს, რის გამოც ცურვა სასტიკად აკრძალულია.

წელს საქართველოს შავ ზღვაზე და წყალსატევებში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, სანაპიროზე მაშველები პატრულირებენ.

1 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 39 ადამიანი დაიხრჩო და 192-ის გადარჩენა მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0