ქობულეთში მაშველებმა მოზარდი დახრჩობას გადაარჩინეს

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრება

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს, რომელიც ძლიერი ტალღების გამო ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობასა და დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ დღეს ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე 2-3 მატრს აღწევს და ამიტომ ზღვაში შესვლა არ შეიძლება.

სამაშველო კოშკურებზე აღმართულია წითელი ალამი. როდესაც კოშკურებზე თეთრ ალმებს აღმართავენ, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0