მარიხუანის მოხმარება ყველასთვის და ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnikდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიხუანის მოწევაზე ნებართვა გარკვეული პროფესიების ადამიანებისთვის სამუშაო საათებში არ იმოქმედებს

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაიხედება ნარკომანიასთან ბრძოლის არსებული გეგმები, მათ შორის შეზღუდვებია დაწესებული მოხმარებაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ლიდერთა, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის იწნააღმდეგ და გააუქმა ერთადერთი დარჩენილი სასჯელი მარიხუანის მოხმარებისთვის — 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და ამით, ფაქტობრივად, ნარკოტიკის ამ სახეობის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. ამგვარად, საქართველოში მარიხუანის მოწევა ლეგალიზებულია.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
ქირურგი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ - სერგეენკოს კოშმარული სიზმარი

„გაჩნდა საკანონმდებლო და რეგულაციური ვაკუუმი, როდესაც უნდა გაიმიჯნოს და განისაზღვროს ასაკი, პროფესიები და სხვა ფაქტორები, ვისზეც არ გავრცელდება ეს, მაგალითად, სამუშაო საათებში გარკვეული პროფესიების მქონე ადამიანზე და ა.შ. გარდა ამისა, გაჩნდა საჭიროება, პრევენციის და რეაბილიტაციის არსებული პროგრამა ბევრად მოცულობითი და სწრაფ შედეგზე ორიენტირებული გახდეს", — განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული, სარგებლობას მოიტანს თუ ზიანს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა გადაუდებელი საჭიროება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოახდინოს სწრაფი რეაგირება, რომ აღნიშნული ცვლილებები არ იყოს ზიანის მომტანი და პირიქით, სარგებლის მომტანი იყოს", — განაცხადა სერგეენკომ.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
ცხოვრება მარიხუანის ლეგალიზაციის პირობებში – ხელისუფლება გეგმებს სახავს

უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, შსს-ს დაავალა საზოგადოების დაცვის კონტროლი ნარკოტიკის მოხმარების შედეგებისგან.

მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 74%. ამავე გამოკითხვის მონაცემებით, მარიხუანის მოხმარებას 18% ემხრობა.

მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დაშვება ერის მტრობას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0