რატომ აქვთ „40+ ქალბატონებს“ ამგვარ სამკაულზე მოთხოვნილება

© photo : courtesy of Art Nanaნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები
ნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის ფაქტი, რომ საქართველოში პროფესიით ექიმები მეთოჯინეები გახდნენ, საინტერესოა, თუმცა არა მგონია, ამაში რაიმე კანონზომიერება არსებობდეს. მათ რიცხვში ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიცაა, რომელიც სამი წელი სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა.

მან გადაწყვიტა, მისი მინიატურული თოჯინები ექცია სამკაულებად, რომელზეც დღეს დიდი მოთხოვნაა და თან ასაკოვანი ქალბატონებისგან, რომლებისთვისაც თოჯინებთან „ურთიერთობის“ ეს ფორმა მისღები და სასურველი აღმოჩნდა…

ამ სამკაულების გარდა ქალბატონი ნანა ბეიტრიშვილი, უჩვეულო ნივთებსა და კომპოზიციებსაც ამზადებს: ნაყინის ჩხირებისგან, ქვებისგან, ფოთლებისგან, ხავსისგან და სხვა ბუნებრივი მასალისგან…

© photo : courtesy of Art Nanaნანა ბეიტრიშვილი
ნანა ბეიტრიშვილი - Sputnik საქართველო
ნანა ბეიტრიშვილი

-ქალბატონო ნანა, თქვენი მინიატურული თოჯინები სამკაულებად როდის იქცნენ?

— პროფესიით ექიმი-პედიატრი ვარ და სამი წელი სასწრაფო დახმარების ექიმად ვიმუშავე. ფსიქოლოგიასთან ახლოს ვარ და შვიდი წელი სკოლაში, ხელოვნების მასწავლებელი ვიყავი. შემდეგ სამედიცინოზე ჩავაბარე და პარალელურად რაღაცას მაინც ვქმნიდი.  მერე სამკაულების დიზაინზე გადავედი. მქონდა: საყურეები, ყელსაბამები და სამაჯურები. ჩემთვის ქსოვილისა და მძივის მიქსი იყო პრიორიტეტული. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ ისევ ჩემს სამკაულებს მივუბრუნდი. ერთხელ ჩემს ახლობელს დავუნახე გულსაკიდი თოჯინა, რომელიც მეტალისგან იყო ჩამოსხმული. სურვილი გამიჩნდა, რომ დავბრუნებოდი ძველებურ თემას: ქსოვილს და მძივს — ოღონდ, თოჯინის სახით. ტანი და ხელ-ფეხი მძივებისგან გავაკეთე, კაბა-ქსოვილისგან. გარდა ამისა, მაქვს: სადგომიანი თოჯინები, გულსაკიდი თოჯინები, ბრელოკი-თოჯინები, თმის სამაგრები და შარფი-თოჯინები…

© photo : courtesy of Art Nanaნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები
ნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები - Sputnik საქართველო
ნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები

-ამგვარი სახის თოჯინა-ბროშებს ალბათ უფრო პატარა გოგონები ითხოვენ, ასე?

— თქვენ წარმოიდგინეთ, არა. მეც არ ველოდი, რომ ამ ბროშებზე მოთხოვნილება 40 წელს ზემოთ ქალბატონებს რომ ექნებოდათ…. ამას ფსიქოლოგიური ახსნაც მოვუძებნე: როდესაც ადამიანი იზრდება, ქვეცნობიერში ისევ ბავშვად რჩება. იცით, 50-60 წლის ქალბატონები, როგორ არჩევენ ამ თოჯინებს?— საოცარი ზედმიწევნით! კონკრეტულ თოჯინას მიკვეთავენ, ისინი მეუბნებიან: აი, ასე უნდა ეცვას, ჩანთა ხელზე და არა მხარზე გადაკიდებული უნდა ჰქონდეს, ასეთი თმებით და ვარცხნილობით, ან ასეთი ქუდი უნდა  ეხუროს.. პატარა გოგონა კი ასე არ არჩევს — ის ყველანაირზე თანახმაა. თანაც ამ გოგონების უმრავლესობას ნაკლებად უნდა თოჯინა —ბროშები, ალბათ, იმიტომ, რომ თავად არიან თოჯინები და გოგონები… ყველაზე მოთხოვნადი ბროშები ზომით 8-დან 16 სანტიმეტრამდეა და ნაირ-ნაირები არიან.

© photo : courtesy of Art Nanaნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები
ნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები - Sputnik საქართველო
ნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინები

- როდესაც მედიცინას ეუფლებოდით ან ჰიპოკრატეს ფიცს დებდით, წარმოიდგენდით, რომ გავიდოდა წლები და თოჯინებისა და ხელოვნების სამყაროში დასახლდებოდით?

— წარმოვიდგენდი… რადგან სამედიცინოზე ჩაბარება უფრო მშობლების სურვილი იყო, რომ იტყვიან, თვალი სულ გვერდზე გამირბოდა. უამრავი თარგი მქონდა და ბავშვებსა და ახლობლებს ვუკერავდი ტანსაცმელს ვუკერავდი. სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული სტილის ნამუშევრებს ვაკეთებდი. თოჯინების თემა ჩემს ცხოვრებაში სამი წელია რაც გაჩნდა და ისე შეავსო ყველაფერი, რომ სხვა ვეღარაფერს ვაკეთებ. შარშან, სექტემბერში, თოჯინების გამოფენა მოეწყო ფოლკლორის ცენტრში, სადაც ჩემმა თოჯინებმაც მიიღეს მონაწილეობა და მოწონება დაიმსახურეს. გამოფენაზე ძირითადად სადგამიანი თოჯინები გამაქვს ხოლმე. ეს თოჯინები უფრო დახვეწილი ნამუშევრებია, ვიდრე ბროშები.  თოჯინა-ბროშების ფასები 25 —დან 45 ლარამდეა, სადგამიან თოჯინებს კი-უფრო მაღალი ფასები აქვს.

© photo : courtesy of Art Nanaნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინა
ნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინა - Sputnik საქართველო
ნანა ბეიტრიშვილის ხელნაკეთი თოჯინა

- როგორც წესი, პოპულარობა გამოფენების შემდეგაც იზრდება…

— იანვრის თვეში მივიღე მონაწილეობა გამოფენაში სახელწოდებით „ანგელოზის ფრთის ქვეშ“, შემდეგ ჩემი ნამუშევრები ბაქოშიც წავიღე. ჩემი ათამდე თოჯინა ამერიკაში გავაგზავნე, რადგან იქიდანაც წამოვიდა მოთხოვნა. ისინი საჩუქრებადაც მაქვს გაგზავნილი უცხოეთის  სხვადასხვა ქვეყნებში. ჩემს მომხმარებელში ემიგრანტები და უცხოელებიც არიან. ჩემი თოჯინა-ბროშები განსაკუთრებით რუს-ქალბატონებს მოსწონთ. წელს კი ქართველებიც გახდნენ ჩემი მომხმარებლები და დღეს ჩემი გვერდი ძირითადად უკვე ქართველებზე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0