სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

© photo: courtesy of Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები.  2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

„ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ამაზე ფიქრობდეს ადამიანი და იცით, რომ ამაზე 2013 წელსაც ვფიქრობდი, გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან მძიმეა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და არა მარტო მათ წინაშე, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა",  — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციიდან პრეზიდენტობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს

ერთი კვირის წინ ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს საქართველოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. კანონით, პრეზიდენტს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს.

მანამდე კი „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა თანაპარტიელებს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა შესთავაზა.

სალომე ზურაბიშვილი 1952 წელს პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი და აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტი. ეკავა მაღალი თანამდებობები საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში.
ზურაბიშვილი საქართველოში 2003 წელს, საფრანგეთის ელჩის სახით ჩამოვიდა, ხოლო 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა. პოსტი წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა და 2005 წლის ნოემბერში შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოს გზა".

2010 წლის ნოემბერში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიდის ქართული პოლიტიკიდან. ის სათავეში ჩაუდგა გაეროს იშიშროების საბჭოს კომისიას ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხებში.

ამჟამად ზურაბიშვილი ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატია მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

 

ყველა ახალი ამბავი
0