ილია მეორე: ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ერის მტრობაა

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას იმ საშიშროებაზე გამახვილა ყურადღება, რაც შესაძლოა მარიხუანის ლეგალიზებას მოჰყვეს

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი,  უწმინდესი  და უნეტარესი ილია მეორე   მარიხუანის მოხმარებაზე  სანქციების გაუქმებას  დიდ შეცდომად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ  მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მათზე ზეგავლენის ქვეშ მიიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ემხრობა

მიმდინარე წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი — პიროვნების თავისუფალი განვითარების სფეროა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე ანდრია ჯაღმაიძე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების წინადადებითაც გამოვიდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა  აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% მარიხუანის ლეგალიზების წინააღმდეგია. 

მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც გაუქმდა>>>

დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ იმ საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც შესაძლოა მარიხუანას ლეგალიზებას მოჰყვეს. 

„ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში, ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების, მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.  უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ვეღარ იკავებს თავს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა“,- განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა მთავრობას, ინტელიგენციას და ახალგაზრდებს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ სამშობლოს და არ დაუშვან უკანონობა.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს“, —აღნიშნა ილია მეორემ. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი მარიხუანის ლეგალიზების შესახებ - კარგი და ცუდი მხარეები

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა. რაც შეეხება 30 ივლისის გადაწყვეტილებას, მან მარიხუანას მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. უკანონო შეძენა-შენახვის შემთხვევაში სასჯელი კვლავ მოქმედებს.  თუ ეს არის 5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

თუ საუბარია დიდი ოდენობით მარიხუანაზე, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ამასთან საპატიმრო სასჯელი არ გამოიყენება, თუ ადამიანმა 70 გრამამდე მშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანა შეიძინა ან შეინახა.

საქართველოში ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანის რეალიზაცია ისევ ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად რჩება.


ყველა ახალი ამბავი
0