თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირე შუახნის ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალმა საგზაო წესების დარღვევით გადაკვეთა გზის სავალი ნაწილი, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
წინასწარი დათვალიერებით, ქალს ბარძაყის არეში აღენიშნება მოტეხილობა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს.