მაშველებმა მტკვარში 20 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikსამძებრო-სამაშველო ოპერაცია
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველები ძმებ შატვაროვებს მდინარეში 1 აგვისტოდან ეძებდნენ. ერთი ძმის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მდინარე მტკვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მტკვარი - Sputnik საქართველო
ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ძმებიდან ერთ-ერთის ცხედარი მტკვარში იპოვეს

ე.წ „ზეემკას" დასახლებაში 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მდინარეში 1 აგვისტოდან ეძებდნენ. 25 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი — 40 მაშველი

მომხდარზე გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0