თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ისანი-სამგორის რაიონში, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არსებული ინფორმაციით, ე.წ „ზეემკას“ დასახლებაში 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მდინარეში მეორე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები გუშინ 15:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა.
„ე.წ. „ზეემკას“ დასახლებიდან ძმების დაკარგვის შესახებ შეტყობინება გუშინ შემოვიდა, სამძებრო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ორი დღეა მიმდინარეობს“, — განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ახალგაზრდების ძებნა დღეს დილიდან განახლდა. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.