შუახევში დაკარგული 14 წლის ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს

© Sputnik / STRINGERმაშველები და ადგილობრივები მიასვენებენ მდინარეში ნაპოვნი 14 წლის ბიჭის ცხედარს
მაშველები და ადგილობრივები მიასვენებენ მდინარეში ნაპოვნი 14 წლის ბიჭის ცხედარს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი 20 მარტს, საღამოს გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში დაკარგული 14 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჩირუხისწყალში დღეს, დილით იპოვეს, იუწყება ტელეკომპანა Imedi.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში მოზარდი დაჭრეს

მოზარდი 20 მარტს, საღამოს გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.

სამძებრო ოპერაციებში, რაშიც ადგილობრივებიც იყვნენ ჩართული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფი მონაწილეობდა.

14 წლის მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა") მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0