ზუგდიდში მოზარდი დაჭრეს

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. 16 წლის მოზარდი დაჭრეს ზუგდიდის ცენტრში ერთი საათის წინ, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან.

მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

სააგენტოს კორესპონდენტი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევა დადიანის ქუჩაზე მოხდა. მოზარდის დაჭრა რამდენიმე მის თანატოლს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. მოზარდები, სავარაუდოდ, ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები არიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში სააგენტოს კორესპონდენტს განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0