დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ნაწლავური ინფექციების თაობაზე აფრთხილებს

© photo: Paata Imnadze / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა იმნაძის ცნობით, მსგავსი ტიპის ნაწლავური ჩხირები 2009-2011 წლებში ფიქსირდებოდა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ნაწლავური ინფექციით, რომელიც შემდეგ თირკმლის გართულებებსაც იწვევს, საქართველოში ამ სეზონზე 45 პაციენტი დაავადდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ  მსგავსი ნაწლავური ინფექციები ზაფხულში აქტიურდება და მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.

„აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ბავშვებს ხელები სველი ხელსახოცებით დავუმუშავოთ და ნებისმიერი სახის საკვებთან ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიღებთ თერმული დამუშავების გარეშე, კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე სუფთა წყლით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ყურადღება: საქართველოში ნაწლავური ჩხირის საშიში შტამი გაჩნდა

მისი თქმით, გართულებების დაფიქსირებისთანავე მოქალაქემ ექიმს უნდა მიმართოს.

„ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს რისკი. ამიტომ ამას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება“, — აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, სოფლებში მსგავსი ინფექციების გამომწვევი ჩხირების წყალში, ხილსა და ბოსტნეულში მოხვედრის დიდი ალბათობაა, ამიტომაც აუცილებელია, საკვები პროდუქტები კარგად, გამდინარე წყალში გაირეცხოს.

პაატა იმნაძის ცნობით, მსგავსი ტიპის ნაწლავური ჩხირები 2009-2011 წლებში ფიქსირდებოდა. წელს კი, მსგავსი გართულებები სხვა ქვეყნებიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად ჩასულ ბავშვებში გამოვლინდა.


ყველა ახალი ამბავი
0