ყურადღება: საქართველოში ნაწლავური ჩხირის საშიში შტამი გაჩნდა

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაწლავური ინფექციის და პირველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავიდ გადელიამ საქართველოს მოსახლეობა ნაწლავური ჩხირის საშიში შტამის გავრცელების შესახებ გააფრთხილა.

სიცხის ბრალია — საკვებით მოწამვლის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა >>

სპეციალისტების თქმით, საქართველოში გავრცელებულია ეშერიხია კოლის ნაწლავური ჩხირი. ეს მწვავე დაავადებაა, რომელიც გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სინდრომით მიმდინარეობს. დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ექიმები ხელების ხშირ დაბანას და ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვას გვირჩევენ.

„მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწვდინეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები; მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას — დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმელების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში“, — დაწერა გადელიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ ათას ადამიანს გადააჭარბა

გადელია მოუწოდებს მოქალაქეებს მიმართონ ექიმებს პირღებინების, დიარეის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში. 

„მოეკიდეთ სერიოზულად, სამწუხაროდ ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ, თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული“, — დაწერა გადელიამ.

ნაწლავური ინფექციის გავრცელების მასობრივი შემთხვევები დაფიქსირდა მესტიასა და დედოფლისწყაროში, იუწყება Новости-Грузия დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრზე დაყრდნობით.

„დაავადებულ პაციენტებში გამოვავლინეთ ნაწლავური ჩხირი, რომელიც ატარებს stx2-ის ტიპის გენს და ტოქსიკურია. ამ ტიპის ნაწლავური ჩხირის რამდენიმე შემთხვევა სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა. ჯგუფური შემთხვევები არის მესტიაში და დედოფლისწყაროში“, — განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

სკანდალი ვაქცინების ირგვლივ: ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი >>

მისი თქმით, დაავადება გავრცელებულია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ამ ეტაპზე ეპიდემიის გაჩენის საფრთხე არ არსებობს.

„იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დროულად დაიწყება, პრობლემები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია შეიძლება გართულდეს და თირკმელების უკმარისობა გამოიწვიოს“, — აღნიშნა იმნაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0