სიცხის ბრალია - საკვებით მოწამვლის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა

გამოწერა
ზაფხულის პერიოდში საკვებით მოწამვლის ჩივილებით კლინიკებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ივნისში საკვებით მოწამვლის 2200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მაისის მონაცემებს თითქმის 150 ფაქტით აღემატება, იუწყება ტელეარხი Imedi სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

ძველი პროდუქტები და პერსონალის პირადი ჰიგიენა – რა ვითარებაა რესტორნებში >>

აგრეთვე გაიზარდა კლინიკებში დიარეის ნიშნებით მიმართვიანობა. მაისში 1005 მსგავსი შემთხვევა იყო, ივნისში კი — 1119.

ვაჭრობა დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: საშიში ხორცი თბილისის ბაზრებში

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ სიტუაციას უკავშირებს ჰაერის მაღალ ტემპერატურას, რადგან სხვადასხვა დაავადებების აქტივიზაცია სწორედ წლის ცხელ პერიოდში შეინიშნება.

ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას ყურადღება გამოიჩინონ საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, ასევე თევზის შერჩევისას.

ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს და მასზე დატანილ ინფორმაციას — პროდუქტის დასახელებას, შენახვის ვადას და ტემპერატურას.

 

ყველა ახალი ამბავი
0