შავი ოქროს ძიებაში: საქართველოში ნავთობის ახალ საბადოს ეძებენ

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიoil derricks
oil derricks - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზებით, საქართველოს წიაღში ნავთობის და ბუნებრივი აირის დიდი მარაგები არსებობს

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის, გიორგი ტატიშვილის თქმით, საქართველოში ნავთობის ახალი საბადოს აღმოჩენის პერსპექტივა არსებობს, იუწყება ტელეარხი Imedi რადიო „კომერსანტზე“ დაყრდნობით.

ტატიშვილის განმარტებით, დღეისათვის საქართველოში ნავთობს მოიპოვებენ საბადოებზე, რომლებიც 40 წლის წინ არის აღმოჩენილი და თავისი თავი თითქმის ამოწურეს. მისი თქმით, უცხოური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ნავთობის მოძიებით.

ნავთობის მოპოვება ზღვაში - Sputnik საქართველო
შავ ზღვაში 140 მლნ ტონა ნავთობის მოძიებას დაიწყებენ

„დაახლოებით 1 თვის წინ გაფორმდა ხელშეკრულება ესპანურ კომპანია „რეპსოლთან“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიაა. ეს კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ასევე შეისწავლოს აღმოუჩენელი საბადოების პერსპექტივები“, — აღნიშნა ტატიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ნავთობის მოპოვებით ასევე დაინტერესებულია ჩინური კომპანია, რომელთანაც ასევე გაფორმდა ხელშეკრულება.

„ეს კომპანიები ქვეყანაში ბრმად არ შემოდიან. ისინი სწავლობენ დაგროვილ მასალას და ანალიზის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას. ალბათობა იმისა, რომ მათი სამუშაოების შედეგად ნავთობის აღმოჩენა არ მოხდება, რასაკვირველია არსებობს, თუმცა, წინასწარი კვლევების შედეგად რისკები მინიმალურია“, — აღნიშნა ტატიშვილმა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეისათვის ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. ნავთობის გადამუშავების ლიცენზიას სამი კომპანია ფლობს. ტატიშვილის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 40 000 ტონა ნავთობი მოიპოვეს.

საქართველო წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 2,5 მლრდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს და დაახლოებით 1,2 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებს. ნახშირწყალბადების იმპორტირება ძირითადად ხდება აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0