მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა, დაჯილდოვდება

© FB / Emergency Management Serviceმაშველმა ჩვილი გადაარჩინა
მაშველმა ჩვილი გადაარჩინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე შუკვანი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრება

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცემა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ალექსანდრე შუკვანს ასევე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ გაგზავნის.

სახანძრო - Sputnik საქართველო
მაშველმა თბილისში ჩვილი ბავშვი გადაარჩინა

ალექსანდრე შუკვანს დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი შეხვდა. შალვა ხუციშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველს მადლობა გადაუხადა.

თბილისში, ხუთშაბათს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველმა, 24 წლის ალექსანდრე შუკვანმა საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრისა და დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა საოჯახო ნივთები და 30 კვადრატული მეტრი. შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0