ციანიდის საქმე: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს

© photo: Giorgi Margvelashvili / FBგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ბრიფინგის პირობებში ვერ განიხილება და განმარტა, რომ დეკანოზის შეწყალების თაობაზე არც თავად გიორგი მამალაძესა და არც მის ადვოკატებს არ მიუმართავთ.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე მსჯელობისთვის არც თავად ბრალდებულსა და არც მის ადვოკატებს არ მოუმართავთ, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
უზენაესმა სასამართლომ საუკუნის საქმის განხილვაზე უარი განაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე, სხვა თემებთან ერთად, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ამის თაობაზე შეკითხვა დაუსვეს. 

მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ბრიფინგის პირობებში ვერ განიხილება და განმარტა, რომ დეკანოზის შეწყალების თაობაზე არც თავად გიორგი მამალაძესა და არც მის ადვოკატებს არ მიუმართავთ. 

„ბრიფინგზე არ განიხილება მსგავსი საკითხი. დისბალანსის პარალელურად, რაშიც იგულისხმება პოლიტიკურად მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ამ საქმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაერთო, თუმცა საკითხის განხილვას და დეტალურად მსჯელობას არ ვაპირებ ამ ეტაპზე და შემდეგში გადავხედავ საკითხს“, — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხზე დეტალურად მსჯელობას არ აპირებს. შესაბამისად, კითხვაზე, ხომ არ აპირებს შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე, პრეზიდენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის


 


ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური