საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა

© AP Photo / Esteban Felixნაყოფი-თოჯინა
ნაყოფი-თოჯინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგია, როგორც ჩანს, საგრძნობ შედეგებს იძლევა - აბორტების რაოდენობა ქვეყანაში მცირდება

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა 24,9 ათასი აბორტი, რაც წინა წელთან შედარებით 4,7 ათასით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ასევე შემცირდა არასრულწლოვანებისა და 18 წლის ახალგაზრდების აბორტები. 2017 წელს იყო 597 აბორტი, ხოლო 2016 წელს — 951.

ტურისტები - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება – ექსპერტები განგაშს ტეხენ

ყველაზე მეტ აბორტს იკეთებენ 22-44 წლის ქალები.

საქართველომ გასულ წელს პირველად შეიმუშავა დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიმართულია მშობიარეთა და ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირებაზე. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას ქვეყანაში აბორტების რიცხვის შემცირების მიზნით.

საქართველოში დღემდე ებრძვიან ე. წ. სელექციურ აბორტს, როდესაც ნაყოფს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ის გოგონაა. კანონი ექიმებს უკრძალავს მშობლებისთვის 14 კვირამდე ნაყოფის სქესის გამხელას. შემდეგ უკვე აბორტის გაკეთება გვიანია.

ამასთან გასულ წელს საქართველოში 5,8%-ით შემცირდა შობადობა.

ყველა ახალი ამბავი
0