გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ექვსმა კანდიდატმა განაცხადა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
NDI-ს გამოკითხვა: რომელ პარტიას ირჩევს მოსახლეობა

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და საერთოდ, ეყოლება თუ არა მას კანდიდატი.

გასულ კვირას პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თანაპარტიელებს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა შესთავაზა. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციური პარტიის კანდიდატს დაუთმოს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატურას აგვისტოს ბოლოს დაასახელებენ.

მედიის ინფორმაციით, განსახილველ კანდიდატურებს შორის არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ინტრიგა ძალაშია - სალომე ზურაბიშვილი გეგმებს მოგვიანებით გააჟღერებს

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს ამ ქვეყნის მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. კანონით, პრეზიდენტს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობა „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, 10 ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და სარლამენტის ექს-სპიკერმა, "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილ.ა

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე უნდა გამოცხადდეს. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0