თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მზად არის, არჩევნებზე მხარი დაუჭიროს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო". ამაზე მეტყველებს აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი პარტიისთვის ხმის მისაცემად მზად არის მოსახლეობის 20%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" — 11%.
პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" მხარს უჭერს რესპონდენტების 4%.
უპირატესობას ანიჭებს „ლეიბორისტულ პარტიას" რესპონდენტთა 3%.
დანარჩენმა პარტიებმა მთლიანობაში „ხმების" 7% მოაგროვეს.
კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" პასუხი ვერ გასცა რესპონდენტების 30%-მა. პასუხზე უარი თქვა 10%-მა, ხოლო არც ერთ მარტიას არ აძლევს ხმას 15%.
საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუსტი თარიღის გამოცხადებას დღეს აპირებს.
გამოკითხვა კვლევის „საზოგადოების განწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა 23 ივნისი — 8 ივლისის პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა 2,9 ათასი ადამიანი. ცდომილება 1,9%-ს შეადგენს.