საგადასახადო შემოსავლებმა ბიუჯეტში მოლოდინს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა გადამხდელებისთვის დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებას აგრძელებს

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ექვს თვეში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობებმა 163 მილიონი ლარის პროგნოზს გადააჭარბა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა გადასახადები: პრემიერის გეგმები

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება გადაჭარბება და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“, — განაცხადა გაგუამ.

ასევე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნებას გეგმის მიხედვით აგრძელებს. მისი თქმით, წლის დასაწყისიდან დღგ-ის ზედმეტობის სახით, დაახლოებით, 238 მილიონი ლარია დაბრუნებული.

საქართველოში მცირე ბიზნესზე გადასახადები შემცირდა >>

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ექვს თვეში საგადასახადო შემოსულობები 4,4 მილიარდი ლარის ოდენობის უნდა ყოფილიყო, წელიწადში — 9,5 მილიარდი ლარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0