პროკურატურა: პატიმრობის რვა წელი ბუნებრივი აირის მიტაცებისთვის

© photo: Sputnik / Stringerკომპრესორული სადგური
კომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოხერხებულმა მამაკაცმა მაგისტრალურ მილსადენზე ლითონის მილი და ბუნებრივი აირის წნევის რეგულატორი დააერთა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქე დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის მიტაცებაში და რვა წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესმენს მაინინგ-ფერმისთვის ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებენ >>

გამოძიება ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულმა ლითონის მილი და ბუნებრივი აირის წნევის რეგულატორი დააერთა მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც სოფელ ბერბუკზე (შიდა ქართლი) გადის და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ეკუთვნის.

კომპანია SOCAR-ის სადგურები საქართველოში - Sputnik საქართველო
ქართული გაზსადენი რეგიონებში აზერბაიჯანულ კომპანიას მიჰყიდეს

ამ მოწყობილობის დახმარებით მამაკაცმა 1,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიტაცა. პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებული ბუნებრივ აირს 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე იპარავდა.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ 458 ათას ლარამდე ზარალი მიადგა.

საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა სსკ-ის 177 მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით (ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, მაგისტრალურ მილსადენში არსებული გაზის მიმართ), რაც 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0