ბიზნესმენს მაინინგ-ფერმისთვის ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი, რომელსაც კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საკუთარი ფერმა აქვს, სკანდალის ცენტრში მოექცა საქართველოს რამდენიმე ქალაქში კრიპტოვალუტის ბანკომატები გაჩნდებ

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილს კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმისთვის ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებს.

შსს-მ საქმეზე გამოძიება ელექტროენერგიის უკანონო მითვისების შესახებ ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia-ს საჩივრის შემდეგ აღძრა. გამოძიების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოპარვა ხდებოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსიდან. ამ ავტობუსში იყო კრიპტოვალუტის დატა-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენ სოზაშვილს ეკუთვნის.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნივთმტკიცების სახით მოქალაქე გ.ს-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე. წ. მაინერები ამოიღეს, აღნიშნულია განცხადებაში.

ბიტკოინი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი კრიპტოვალუტების ბირჟა შეიქმნა

გამოძიება აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თავად სოზაშვილი, რომელიც, ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია Salvus Development-ის დამფუძნებელია, კატეგორიულად უარყოფს ქურდობის ფაქტს, ხოლო Energo Pro Georgia-ს განცხადებას პროვოკაციას უწოდებს.

სამშაბათს, ღამით ბიზნესმენმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, შემდეგ კი ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებისკენ გადაინაცვლა, სადაც არის ამოღებული ავტომობილი მაინერებით. მას იქიდან თავისი პირადი ნივთების წაღება სურდა.

სოზაშვილს ადგილზე პოლიციის თანამშრომლებთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა და ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავებულის მეუღლემ, ანი მურვანიძემ ტელეარხ Rustavi2-თან განაცხადა, მათ პირადი ნივთების აღება სურდათ, რადგან პოლიციელებმა აპარატებთან ერთად ყველა პირადი ნივთიც წაიღეს. ამ ნიადაგზე დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომელმა აგრესიულად დაიწყო მოქცევა და ამის შემდეგ ის (სოზაშვილი) დააკავეს. ის ჯერ პოლიციაში იმყოფებოდა, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„საქართველოს რამდენიმე ქალაქში კრიპტოვალუტის ბანკომატები გაჩნდება">>

სოზაშვილს ორი კვირის წინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს მის მაინინგის ფერმას. ამ დროს დაიჭრა სოზაშვილის პირადი დაცვის თანამშრომელი. ის თავად გადარჩა, რადგან ავტობუსში იმყოფებოდა. ეს დნააშაული ჯერ გახსნილი არაა.

ყველა ახალი ამბავი
0