როგორ გაართობენ თბილისელებს, რომლებიც ზაფხულში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ

© Sputnik / STRINGEROpen Air-ის სცენა
Open Air-ის სცენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. თანხა ინფრასტრუქტურას, ეკოლოგიასა და გართობას მოხმარდება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისელებისთვის, რომლებიც ქალაქიდან ვერ ახერხებენ გასვლას, დასვენების საღამოები მოეწყობა, განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდის გადაწყვეტილება დაამტკიცა.

„ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებმაც ვერ შეძლეს ქალაქიდან გასვლა და მათთვის კულტურული ღონისძიებები, განტვირთვის საღამოები მოეწყობა. ეს არის ყველასთვის და ჩვენ ამისთვის ფულს მომავალშიც დავხარჯავთ", — განაცხადა ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
როგორი პრიორიტეტები აქვს 2018 წლის თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტს

ოპოზიცია უმრავლესობის წევრებს ადანაშაულებს ბიუჯეტის გაზრდაში იმ მიმართულებებით, რომლებიც, მათი აზრით, უმრავლესობას არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში დაეხმარება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თითქმის ნახევარი მილიონი ლარით იზრდება ხარჯები PR-კამპანიასა და რეკლამაზე, ასევე კონცერტების ჩატარებაზე.

უმრავლესობა უარყოფს ოპონენტების ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის გაზრდილი თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გარკვეული თანხა მოხმარდება თბილისის კეთილმოწყობასა და ეკოლოგიას.

„ეს 10 მილიონი მთლიანად მიიმართება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ამას გარდა, გამოთავისუფლებული თანხიდან დაახლოებით სამი მილიონი გამოიყოფა კეთილმოწყობის სამსახურისთვის, ასევე გაიზრდება ეკოლოგიური მიმართულება, ბოტანიკურ ბაღს გაეზრდება თანხები ასი ათასი ლარის ოდენობით", — განაცხადა ზარქუამ.

გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული ქალაქის ბიუჯეტის თანახმად, შემოსავლები და ასიგნებები გათვალისწინებულია 861,6 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, შემოსავლების პროგნოზია 810,1 მლნ ლარზე მეტი, ხოლო ხარჯების — 604,6 მლნ ლარამდე.

ყველა ახალი ამბავი
0