როგორი პრიორიტეტები აქვს 2018 წლის თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულოს შენობა
თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ჯანდაცვა მომავალი წლის საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა 38 ხმით 2-ის წინააღმდეგ 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს.

დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები, ისევე, როგორც ასიგნებები, 861,6 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამასთან შემოსავლები 810,1 მილიონი ლარის ოდენობით არის ნავარაუდევი, ხოლო ხარჯები — 604,6 მილიონი ლარის ოდენობით, ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებაში.

გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტის შემოსავლები 63,3 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო ხარჯები — თითქმის 20,5 მილიონი ლარით.

თბილისის ბიუჯეტი გაანგარიშებულია დოლარის კურსით 1 დოლარი — 2,5 ლარი.

ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
კალაძე – სიტყვის კაცი

დედაქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტებში შედის: რიგ რაიონებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და გზების შეკეთება, ტრანსპორტის განვითარება და ავტობუსის გაჩერებების მოდერნიზება, მეტროპოლიტენის სადგურების რემონტი.

ასევე 2018 წელს მერია აპირებს უზრუნველყოს ქალაქის ყველა რაიონის თანაბარი განვითარება, ააშენოს ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაამაგროს ავარიული შენობები და ძველი თბილისი გაარემონტოს.

გარდა ამისა, ბიუჯეტი დააფინანსებს ქალაქის განათების გაუმჯობესებას და ტურისტული ობიექტების სამხატვრო განათების ორგანიზებას. ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია ფულის გამოყოფა ქალაქის გამწვანებასა და მისი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

თბილისის მერიისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ასევე ჯანდაცვა წარმოადგენს. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს, და დაემატება ახლები. გარდა ამისა, მერია გააგრძელებს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შეჭირვებული ოჯახების შვილებისთვის მატერიალური დახმარების გაწევას.


ყველა ახალი ამბავი
0