რა არის „ვაიმე/whyme“ – მოემზადე ემოციისთვის

© photo: courtesy of WHYme"ვაიმე"-ს ხელნაკეთი სანათი
ვაიმე-ს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელნაკეთი სანათების კომპანია „ვაიმე/whyme” ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომპანიის შემქმნელები წლებია ცდილობენ საკუთარი ვინაობა გაასაიდუმლონ, რათა მათი სახელები არ იგივდებოდეს ბრენდთან.

სანათები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და შემდეგ ხელით იხატება, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი „Sputnik–საქართველოს“ კომპანიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

© photo: courtesy of WHYme"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი
ვაიმეს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი

— იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი პარტნიორი დიდი ხანია ცალ-ცალკე ვმოღვაწეობთ ამ სფეროში, ასე თუ ისე, ვართ ცნობადები. ვფიქრობდით, რომ ჩვენი სახელები პროდუქციისადმი მომხმარებლის ობიექტურ დამოკიდებულებას შეცვლიდა, ჩვენ კი გვსურს აფასებდნენ პროდუქციას ისე, რომ არ იცოდნენ – ვინ ამზადებს მას. ვეცდებით დიდხანს დავრჩეთ ამ მარკის უკან ინკოგნიტოდ.

პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. ჩემი პარტნიორი კი, ვისთან ერთადაც ვეწევი ამ საქმიანობას, ფოტოგრაფია. რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვქმნი, ასე ვთქვათ, ნიჭი ორივეს თავიდანვე დაგვყვა. ამ საქმეში კი უფრო აღმოვაჩინეთ საკუთარი ხელით შექმნის, მცირე წარმოების ჩამოყალიბების ნიჭი.

© photo: courtesy of WHYme"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი
ვაიმეს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი

– რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც სანათების ხაზი?

— თავდაპირველად დავიწყეთ ფიქრი, თუ რა იყო საუკეთესო საჩუქარი ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის. გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა მაღალი ხარისხის და ექნებოდა ფუნქციური დატვირთვა, ამასთან ერთად გამოიწვევდა ერთგვარ დადებით ემოციას. ასე მივედით ნათურამდე და შემდგომ სანათის შექმნამდე. თითოეული დეტალი გავიაზრეთ, თუ რა შესძენდა უნიკალურობას და დღემდე ვინარჩუნებთ ჩვენ პირვანდელ სახეს და სახელს.

© photo: courtesy of WHYme"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი
ვაიმეს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი

ჩვენი სანათების უმთავრესი ღირებულება ის არის, რომ მოხატულია ხელით, აქვს უნიკალური ვიზუალი. მზადდება მასიური ხის ნატურალური მასალისგან, ედისონის თბილი ნათების ტიპის ნათურისგან, ნაჭრის კაბელით მიღწეულია ესთეტიკურობა. ყველა სანათზე ხელით დატანილია ლოგო და წარწერა Made in Georgia. სიმსუბუქისთვის დამაგრებულია „ქეჩის“ დამცავები. ეს ყველაფერი ხის სასაჩუქრე ყუთში, ნახერხშია ჩაფლული და გამზადებულია ემოციისთვის — „ვაიმე“.

ჩვენ პატარა წარმოებას საოჯახო ბიზნესის სახე აქვს. ამ ეტაპზე დასაქმებულია ჩვენი ჩათვლით ხუთი ადამიანი. ჩვენი პატარა კომპანია 2015 წლიდან არსებობს და ნელ-ნელა გაზრდასაც ვგეგმავთ, პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე.

© photo: courtesy of WHYme"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი
ვაიმეს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი

– თქვენ მიერ შექმნილი სანათები განსხვავებული და ორიგინალურია. ხის რა მასალით იქმნება და რამდენად გამძლეა?

— ვიყენებთ მასიურ ხეს, ძირითადად ფიჭვს.  დამუშავებისთვის გამოყენებული ყველა მასალა ეკოლოგიურად სუფთაა, იხატება და იფერება  უვნებელი ლაქ-საღებავებით.

თითო სანათის დამზადება საჭიროებს ორ დღეს. თავდაპირველად ხე იჭრება კუბიკებად. შემდგომ ხდება მისი გამოშრობა, დამუშავება, გახვრეტა. იხატება და იფერება ლაქით. ბოლოს ხდება აწყობა. სასაჩუქრე ხის ყუთების შემთხვევაში იჭრება 8-10-მილიმეტრიანი ფანერები და იწყობა, შემდგომ იხატება თავსახურზე ჩვენი ლოგო WHYME.

რა თქმა უნდა, ყველაზე შრომატევადი ხელით შესასრულებელი სამუშაოა, ასევე შემოქმედებითი ნაწილი – მოხატვა, რომელსაც ყოველთვის შესაბამისი განწყობა სჭირდება.

© photo: courtesy of WHYme"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი
ვაიმეს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი

– რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერში გემოვნებით და სწორად შერჩეულ სანათს?

— არსებობს მრავალი ტიპის განათება და სანათი,  რომელიც უმნიშვნელოვანესია ინტერიერში თუ ექსტერიერში. ჩვენი სანათები უფრო დეკორატიულ ფუნქციას ითავსებს, რადგან არ აქვს მკვეთრი ნათება, ყველა სანათი მორგებულია ედისონის ტიპის ნათურების მბჟუტავ თბილ ნათებას, მთავარი კონცეფცია სწორედ იქიდან წამოვიდა.

– საკმაოდ მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება. თქვენი ნამუშევრებიდან ყველაზე ხშირად როგორი სანათი იყიდება და რატომ მოსწონთ ის განსაკუთრებით?

— როგორც წესი, ვმუშაობთ მაღაზიებზე და კერძო შეკვეთებზე. მაღაზიების სტატისტიკით ყველაზე პოპულარულია ქართული თემატიკის – ფიროსმანი, თბილისი, რეგიონების დამახასიათებელი ელემენტების მქონე სანათები. შევქმენით აგრეთვე ოცხელის სერია, რომელსაც ასევე მსგავს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ…

შეკვეთის შემთხვევაში კი უფრო ინდივიდუალური აქცენტებით, ამა თუ იმ ადამიანის პორტრეტით, სიყვარულის გამომხატველი სიმბოლოებით შექმნილ სანათებს გვიკვეთავენ. ასევე ძალიან პოპულარულია პატარა უფლისწული და გალაქტიკის თემატიკა, უამრავი ნამუშევარი გვაქვს შექმნილი სხვადასხვა მხატვრების ცნობილი რეპროდუქციების მიხედვით.

© photo: courtesy of WHYme"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი
ვაიმეს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი

– რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას და რასთან ასოცირდება თქვენთვის სინათლე?

— ჩვენთვის სინათლე არის მზისფერი და კიდევ უფრო ნარინჯისფერი. ჩვენი სანათები ვცდილობთ იყოს ფერადი, ესთეტიკურად გამართული, ზედმიწევნით იდეალურად შესრულებული ილუსტრაციით. ვცდილობთ ყველა მათგანს ჩვენი გული და სული თან გავაყოლოთ, თითოეული ჩვენი სანათი ჩვენთვის საამაყო ქმნილებაა.

– როგორი სანათებია დღეს აქტუალური და მოდური?

— დღესდღეობით მოდურია პრინტები. ვცდილობთ ჩვენც არ ჩამოვრჩეთ ტენდენციებს და სიახლეებს ცოტა წინაც ვუსწრებდეთ. ასევე გვეხმარებიან ჩვენი ქმნილებების დამკვეთებიც, რადგან ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ცალსახად სიახლე,  ყველაზე კრეატიული საჩუქარი, აღმაფრთოვანებელი ემოცია.

© photo: courtesy of WHYme"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი
ვაიმეს ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
"ვაიმეს" ხელნაკეთი სანათი

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— ჩვენი სანათები წარმატებით გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და ვფიქრობთ ამ მიმართულებით  გაფართოებას, ასევე ვაპირებთ წარმოების გაზრდას და განათების სხვადასხვა ტიპის დამატებას ქართველი მომხმარებლისთვის.

დიდი მადლობა თქვენ ჩვენი ქმნილებებით დაინტერესებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0