ავარია ბათუმში – ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორი გოგონა დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ექვსი ადამიანი დაშავდა კახეთში ავარიის შედეგად

შემთხვევა ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედცენტრში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ყველა ახალი ამბავი
0