ექვსი ადამიანი დაშავდა კახეთში ავარიის შედეგად

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ლაგოდეხის მერის მოადგილეა

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ექვსი ადამიანი დაშავდა თელავში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ექვსივე  დაშავებული  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამძებრო ოპერაცია თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ავტოსაგზაო შემთხვევა  თელავში გომბორისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ერთმანეთს Nissan-ის და Opel-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ლაგოდეხის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


ყველა ახალი ამბავი
0