თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

© FB / Emergency Management Serviceსამძებრო ოპერაცია თბილისის ზღვაზე
სამძებრო ოპერაცია თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 წლის მამაკაცის ცხედარი „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისის ზღვაზე 27 წლის  მამაკაცი დაიხრჩო, იტყობინება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს. უწყების ცნობით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რა მოხდა ბაზალეთის ტბაზე: მაშველებმა წყლიდან მამაკაცის ცხედარი გამოიტანეს

„ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბანაობის სეზონის დაწყებიდან, 1 მაისიდან საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიხრჩო (მათ შორის 7 არასრულწლოვანია), 36 კი დაღუპვას გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ მაშველთა რეკომენდაციები. 


ყველა ახალი ამბავი
0