თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ბაზალეთის ტბაში 46 წლის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები და სამართალდამცველები. მაშველებმა ცხედარი რამდენიმე წუთში გამოიტანეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.