„ამ სახით ხალხურ სიმღერებში რიტმი და სიცოცხლე უფრო იგრძნობა“- ქართული ბენდი „აისი“

© photo: courtesy of Jaba Abuladzeჯაბა აბულაძე კოლეგებთან ერთად
ჯაბა აბულაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ დამეთანხმებით, ბოლო წლებში საქართველოში უფრო მეტი ახალგაზრდაა ფოლკლორით დაინტერესებული.

ტელევიზიებსა და  საკონცერტო პროგრამებში ხშირად ისმის ქართული ტრადიციული სიმღერა. ზოგი მათგანი პირვანდელი სახით ჟღერს, ზოგი — გათანამედროვებული ვერსიით. ამიტომ დღეს ხშირად მიდის კამათი ფოლკლორისტებსა და მომღერლებს შორის იმის თაობაზე, ხალხური სიმღერები ამა თუ იმ თანამედროვე ფორმით უნდა სრულდებოდეს თუ არა… ჩვენი აზრით, არსებობის უფლება ორივე მათგანს აქვს. გაგაცნობთ მუსიკალურ ჯგუფს, რომელიც მსმენელს ხალხურ სიმღერას განსხვავებული ვერსიით თავაზობს.   

ვესაუბრებით მომღერალს და მუსიკოსს ჯაბა აბულაძეს, რომელიც ჯგუფი „აისის“ სოლისტია.

© photo: courtesy of Jaba Abuladzeჯაბა აბულაძე
ჯაბა აბულაძე - Sputnik საქართველო
ჯაბა აბულაძე

- ჯაბა, ქართული მუსიკის სამყაროში როდის შეაბიჯე?

— ხალხური საკრავებისა და მუსიკისადმი სიყვარული ჩემი ოჯახიდან მოდის. მამა აკორდეონზე უკრავს, ჩემი დაც მღერის, ის ადრე საკმაოდ ცნობილი ვანელების ბენდის „არგო“ წევრი იყო. ჩემი ძმაც რამდენიმე ინსტრუმენტს ფლობს. ასე რომ, მუსიკალური ოჯახი ვართ. მე მუსიკალური სასწავლებელი ბათუმში დავამთავრე. ქართული  ხალხური მუსიკალური საკრავების სპეციალისტი ვარ. ვუკრავ ბას-გიტარაზე, სალამურზე, კლასიკურ ფანდურზე, მომავალში ვაპირებ, რომ ამ ინსტრუმენტებს დუდუკი და ჭიბონი დავამატო.

© photo: courtesy of Jaba Abuladzeჯაბა აბულაძე კონცერტზე
ჯაბა აბულაძე კონცერტზე - Sputnik საქართველო
ჯაბა აბულაძე კონცერტზე

- თქვენ „აისის“ სოლისტი ხართ, რას წარმოადგენს ეს ბენდი და ვინ არის მისი ხელმძღვანელი?

— ფოლკ-ბენდი „აისი“ ხუთი წევრისგან შედგება და დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ჩამოყალიბდა. ბენდის წევრებია: თენგო ჯორბენაძე, დათო ბერიძე, ნუკრი შავთვალაძე, თაზო ხოზრევანიძე, ელგუჯა ჯინჭველეიშვილი და მე. მანამდე ყველანი სხვადასხვა ბენდში ვუკრავდით, მერე ისე მოხდა, რომ ერთად მოვიყარეთ თავი. ჩვენს ბენდს ხელმძღვანელი არ ჰყავს- ყველანი ხელმძღვანელები ვართ. რეპერტუარის შედგენაშიც ყველანი ერთნაირად ვიღებთ მონაწილეობას. ბენდის რეპერტუარში გვინდა, რომ ყველასთვის ნაცნობი სიმღერების გარდა საავტორო ორიგინალური სიმღერებიც გვქონდეს. ამ ეტაპზე ერთი ლამაზი მელოდია გვაქვს და მის შესაფერის ტექსტს ვეძებთ. ამ ბენდის გარდა ყველანი პარალელურად სხვა ადგილებშიც ვმუშაობთ: კულტურის ცენტრში და სახელმწიფო ანსამბლებში. მე მაგალითად ბევრ ადგილას გამოვდივარ: რესტორანში, სარიტუალო დარბაზებში, კულტურის ცენტრში კონცერტმეისტერი, სოლისტი და მეფანდურე ვარ.

© photo: courtesy of Jaba Abuladzeჯაბა აბულაძე
ჯაბა აბულაძე - Sputnik საქართველო
ჯაბა აბულაძე

 

- დღეს ბევრი კამათობს იმის თაობაზე, რომ ხალხური სიმღერა მარტო პირვანდელი სახით უნდა სრულდებოდეს თუ თანამედროვე სახითაც…

— ჩემი აზრით, ორივე ვერსია უნდა არსებობდეს, ეს ხომ დამახინჯებული ვარიანტი და სიმღერის შეცდომით შესრულება არ არის. მელოდია და სიტყვები უცვლელია, უბრალოდ არანჟირება სიმღერას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ორიგინალზე უკეთესიც კი იყოს. ჩემთვის დღემდე არავის უთქვამს საყვედური ასე რატომ მღერიო. ამ სახით გაჟღერებული ხალხური სიმღერები ახალგაზრდებსაც უფრო მოსწონთ. ამ სახით ხალხურ სიმღერებში რიტმი და სიცოცხლე უფრო იგრძნობა და მოსაწყენი არ არის. გამოდის, რომ ჩვენ პროპაგანდას ვუწევთ მათ და პოპულარულს ვხდით ახალ თაობაში.

© photo: courtesy of Jaba Abuladzeიტალიაში ქალაქი ბარის საკვირაო ქართულ სკოლაში
იტალიაში ქალაქი ბარის საკვირაო ქართულ სკოლაში - Sputnik საქართველო
იტალიაში ქალაქი ბარის საკვირაო ქართულ სკოლაში

- თქვენ ბათუმელი ხართ, აჭარაში თითქმის ყველა მღერის და ცეკვავს. აქამდე უცნობი რაიმე სიმღერა ხომ არ აღმოგიჩენიათ მთიან მხარეში, რომელსაც უხუცესები ასრულებენ?

— სხვათაშორის, ასეთი რამ გვაქვს გეგმაში, რომ მაღალმთიან აჭარაში ავიდეთ და იქ მოვიძიოთ ქართული ფოლკლორის უცნობი მარგალიტები. ფოლკლორი არ ჩერდება ერთ ადგილზე და დღესაც იქმნება სიმღერები, რომელიც როგორც ხალხური ისე ვრცელდება.

© photo: courtesy of Jaba Abuladzeჯაბა აბულაძე კოლეგებთან ერთად
ჯაბა აბულაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
ჯაბა აბულაძე კოლეგებთან ერთად

- არც ისე დიდი ხნის წინ იტალიის ქალაქ ბარის ქართულ საკვირაო სკოლაში მუშაობა შემოგთავაზეს, ვინ მიგიწვიათ?

— იტალიაში ემიგრანტებმა მიმიწვიეს, ბენდიდან მარტო მე ვიყავი მიწვეული. იქ იყო ანსამბლი, რომელსაც „აისი“ ერქვა- ეს სახელი იქიდან ჩამოვიტანე. ქალაქ ბარში ქართველების რესტორანია და გარკვეული ხანი იქ ვმღეროდი. იქ მცხოვრებმა ქართველებმა ძალიან თბილი შეხვედრა მომიწყვეს. ემიგრანტები ძირითადად საქართველოსა და სამშობლოზე დაწერილი სიმღერების შესრულებას მთხოვდნენ და ეს გასაგებიცაა. იქ შევხვდი ბევრ საინტერესო ქართველს, რომლებიც სამშობლოდან შორს მყოფი აკეთებს ქართულ საქმეს. ბარში საკვირაო სკოლის დამაარსებელი ქართველი მოძღვარია, მან მთხოვა, რომ ქართულ სკოლაში მოვსულიყავი და იქ მემღერა. როდესაც ჩვენი ემიგრანტის ბავშვებს შევხვდი მათ ჩემი ნამღერი ისე მოეწონათ, რომ შემომთავაზეს იქ დავრჩენილიყავი სამუშაოდ რათა მათთვის სიმღერა შემესწავლა. სამწუხაროდ უარი ვუთხარი, რადგან საქართველოში ძალიან დაკავებული ვარ…

© photo: courtesy of Jaba Abuladzeჯაბა აბულაძე
ჯაბა აბულაძე - Sputnik საქართველო
ჯაბა აბულაძე

- თქვენთვის რა არის ქართული სიმღერა და რა განცდები მოაქვს მას?

— ხალხური სიმღერა ჩემი არსებობის გამართლებაა. როდესაც ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით ვისმენ სიმღერას —ჟრუანტელი მივლის. მის მიერ შესრულებულ სიმღერებს ნებისმიერ გარემოში და ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ. ამ სიმღერებმა შემოგვინახა ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ის მდიდარი ემოციური სამყარო, რითიც ასე მდიდარია ქართული ბუნება და ხასიათი…

ყველა ახალი ამბავი
0