უჩვეულო ქვეწარმავალი ლაგოდეხში: გველი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს იპარავს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიგველი
გველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ შრომის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შველას ითხოვს

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მაცხოვრებლებს გველი შინაურ ფრინველებს და ცხოველებს უნადგურებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მოსახლეობის მტკიცებით, ქვეწარმავალი სოფელში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა და მისი სიგრძე დაახლოებით სამი მეტრია. 

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ქვეწარმავალი ყველაზე ხშირად სოფლის ფერმის ტერიტორიაზე ჩნდება და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა.

მოსახლეობისთვის უცნობია თუ რომელ სახეობას მიეკუთვნება ქვეწარმავალი.

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გველები მომრავლდა >>

ფერმის მეპატრონემ დასახმარებლად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე დასახმარებლად არავინ მოსულა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მათ ღამე იარაღით სძინავთ, რადგან იყო შემთხვევა, როდესაც გველმა საკბენად ადამიანზეც გაიწია.


ყველა ახალი ამბავი
0