თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ცხოვრობს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეარხის ინფორმაციით, კაკაბაძეების 5-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ცეცხლი მეზობელ საცხოვრებელ სახლსაც მოედო, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლი დროულად ჩააქრეს.
ადგილობრივების თქმით, ამ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძრები ხშირია, მიზეზი კი გაუმართავი ელექტროსადენებია.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ბათუმში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა >>
ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე ექვსი წლის წინ თვითნებურად შესახლებული მოსახლეობა მთავრობისგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას და მათთვის ბინების გადაცემას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლება მათი პირობებითა და პრობლემით არ დაინტერესებულა, დასახლებაში კი თვითნებურად შეჭრილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.