ბათუმში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნაგებობა მთლიანად დაიწვა, განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ცხოვრობს, ბოლქვაძეების ფიცრულ საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

თვითმხილველების ინფორმაციით ნაგებობა მთლიანად დაიწვა, განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლქვაძეების შვიდსულიანი ოჯახი „ოცნების ქალაქში" რამდენიმე წელია ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

ყველა ახალი ამბავი
0