ვეტერანი სამხედროები ქართულ-ბრიტანულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობენ

© FB / Cultural Heritage of Georgiaსამხედრო მოსამსახურეები ნოქალაქევში რესოციალიზაციის პროგრამაში მონაწილეობენ
სამხედრო მოსამსახურეები ნოქალაქევში რესოციალიზაციის პროგრამაში მონაწილეობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
სამხედროები ჩართულები არიან როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების   რესოციალიზაციის პროგრამის II ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

პროექტი ითვალისწინებს ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას.

პარაოლიმპიელთა  ვარჯიში - Sputnik საქართველო
თორმეტი გამარჯვებული მამაკაცის ამბავი

არქეოლოგიური კვლევა-ძიების ერთთვიან პროცესში წელს 5 ქართველი ვეტერანი სამხედრო პირი ჩაერთო.

გასულ წელს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა. საბრძოლო მოქმედებებისას მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების შესამსუბუქებლად, ნოქალაქევის ქართულ — ბრიტანულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში ისინი ვიცე-პოლკოვნიკ და არქეოლოგ ჯაილს ვუდჰაუზისა და არქეოლოგიის დოქტორის პოლ ევერილის ორგანიზებით მოხვდნენ, რომლებიც თავის მხრივ ნოქალაქევის ექსპედიციის ხელმძღვანელებიც არიან.

პროგრამა უახლოეს დღეებში ხვამლის მთის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებშიც დაიწყება. სამეცნიერო კვლევით პროცესში აგვისტოს თვიდან შვიდი ქართველი ვეტერანი 20 დღის განმავლობაში ჩაერთვება.

ნოქალაქევი - Sputnik საქართველო
დაიწყო კოლხეთის სამეფოს უძველესი ციხე-ქალაქის – ნოქალაქევის რეაბილიტაცია

ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. მიმდინარე წელს ხელმოწერილი დოკუმენტი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. 

მემორანდუმი ასევე სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმ ნაკრძალებსა და მუზეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც მოიცავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0