ავარია ზესტაფონთან მსხვერპლით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმოტოციკლეტისტი საცობში
მოტოციკლეტისტი საცობში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ზესტაფონთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

გზა მთებში - Sputnik საქართველო
შემზარავი ავარია მესტია–ზუგდიდის გზაზე: არიან დაღუპულები

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0