თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა.
ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.