თბილისის ზოოპარკი ახალი ტერიტორიის მოსაწყობად დაფინანსებას ეძებს

გამოწერა
გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით დათვები და მგლები უკვე დააბინავეს თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, ახლა კი თანხები დანარჩენი ცხოველების გადაყვანას ესაჭიროება

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკს, სადაც ზოგიერთი ცხოველი უკვე გადაიყვანეს, ახალ ტერიტორიაზე დაბინავებისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოლარი ესაჭიროება, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გიორხელიძემ.

„ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ გრანტი გერმანიის მთავრობისგან. გადმორიცხული სახსრებით მოეწყო ორი ვოლიერი და საბავშვო მოედანი“, — გვიამბო გურიელიძემ.

ჟურნლისტი იცვლის პროფესიას - ზოოპარკის მომვლელი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ზოოპარკის მასპინძლების მომვლელი

აღნიშნული სახსრებით აშენდა 10 ჰექტრის ფართობის ვოლიერი დათვებისა და მგლებისათვის, რომლებიც ახლა ერთად ცხოვრობენ.

ზოოპარკის თანამშრომლებმა გვიამბეს, რომ მგლებსა და დათვებს შორის სერიოზული კონფლიქტი არ მომხდარა, რადგან ვოლიერის ლანდშაფტი მათი ბინადრობის ბუნებრივ არეალს მაქსიმალურად მიამსგავსეს.

ახალი ზოოპარკის გახსნა 2019 წლის სექტემბერში იგეგმება. თუმცა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები >>

ახალი ზოოპარკი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ზოოპარკი იქნება.

თბილისის ზოოპარკი თბილისში 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად მდინარე ვერეს ხეობაში 100 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გამოიყო. ქალაქი თანდათანობით ფართოვდებოდა და ახლა საავტომობილო ესტაკადით გარშემორტყმული ზოოპარკი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0