ბათუმში მაშველებმა ოთხი ფრანგი დახრჩობას გადაარჩინეს

© FB / Emergency Management Serviceსამაშველო ოპერაცია შავ ზღვაზე
სამაშველო ოპერაცია შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტები ზღვაში სანაპიროდან ხუთ კილომეტრში იყვნენ

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბათუმში მაშველებმა შავი ზღვიდან საფრანგეთის ოთხი მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამაშვცელო ოპერაცია - Sputnik საქართველო
მდინარე ჭოროხში შუახნის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

არსებული ინფორმაციით, ტურისტები სანაპიროდან ხუთ კმ-ში კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ამჟამად ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბანაობის სეზონის დაწყებიდან, 1 მაისიდან საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიხრჩო (მათ შორის 7 არასრულწლოვანია), 36 კი დაღუპვას გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ მაშველთა რეკომენდაციები. 


ყველა ახალი ამბავი
0