მდინარე ჭოროხში შუახნის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

© photo: Sputnikსამაშვცელო ოპერაცია
სამაშვცელო ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 15 კაციანი სამაშველო ბრიგადა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მდინარე ჭოროხში 51 წლის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი თანხმლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 15 კაციანი სამაშველო ბრიგადა. სამუშაოებს აწარმოებენ ჭოროხსა და შავ ზღვაში. პარასკევს სამძებრო სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

დღეს დილით განახლდა სამძებრო სამუშაოები, ოპერაციაში მყვინთავებიც ჩაერთვნენ.


 


ყველა ახალი ამბავი
0