თბილისში ვანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტი უსაფრთხოებისთვის ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა რჩება.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თბილისში, ვანის ქუჩაზე ცეცხლი ბალახებს მოედო, რომელიც შემდეგ რკინიგზის მიტოვებულ ჯიხურზე გადავიდა, უწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საბედნიეროდ დაშავებულები არ არიან. დამწვარია დაახლოებით 10 კვადრატული მეტრი ფართობი.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0