თბილისის სილამაზის სალონებში შემოწმებისას დარღვევები აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსილამაზის სალონის აბრა თბილისში
სილამაზის სალონის აბრა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზის სალონებში დარღვევების უმრავლესობა რეგისტრაციის არარსებობას უკავშირდება

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თბილისში მიმდინარე წელს 14 სილამაზის სალონი დააჯარიმეს, აქედან ოთხი — ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის, ათი — რეგისტრაციის არარსებობისთვის, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბათუმის სილამაზის სალონების სანდოობის ხარისხი >>

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 1500 სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში სილამაზის სალონებზე კონტროლს გაამკაცრებენ

სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში სილამაზის სალონის მფლობელი 100 ლარით დაჯარიმდება, რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში — 500 ლარით.

ესთეტიკის ცენტრების და სილამაზის სალონების რეგისტრაცია 2016 წლის 1 ოქტომბრიდან არის სავალდებულო.

დარღვევების აღმოსაფხვრელად სილამაზის სალონებს დრო ეძლევათ. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაწესებულება რამდენჯერმე დაჯარიმდა, მერიას მისი დახურვის უფლება არ აქვს.

სილამაზის სალონებში შემოწმებები სისტემატურად და გაფრთხილების გარეშე ტარდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0