საქართველოს რეგიონებში სილამაზის სალონებზე კონტროლს გაამკაცრებენ

© Flickr / Mainstreamსილამაზის სალონი
სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელებმა რეკომენდაციები მას შემდეგ მიიღეს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადგილობრივ სილამაზის სალონებში სტერილიზაციისა და დეზინფექციის პროცედურებს გაეცნო.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს რეგიონებში არსებულ სილამაზის სალონებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და რეგისტრაციის კონტროლს გაამკაცრებენ, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე.

საქართველოში სილამაზის სალონებისთვის აუცილებლი რეგისტრაცია 2016 წლის 1 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კანონი 500 ლარის ჯარიმას, ხოლო სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში – 100 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

თუმცა, პირველ ეტაპზე სილამაზის სალონმა დარღვევების აღმოსაფხვრელად გაფრთხილება უნდა მიიღოს. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ის დაჯარიმდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რეგიონების ხელმძღვანელობას „ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შესახებ“ მოთხოვნები გააცნო. 

პარიკმახერები - Sputnik საქართველო
1 ოქტომბრიდან სილამაზის სალონების რეგისტრაცია აუცილებელი იქნება

„ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ ხდება სტერილიზაციისა და დეზინფექციის პროცედურები ამ სალონებში და რეგიონებს შესაბამისი რეკომენდაციები მივეცით“, — განაცხადა გამყრელიძემ.

„საქართველო, სამწუხაროდ, С ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე იყო, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ინფექციის კონტროლი შესაბამისად არ ხორციელდებოდა. სალონებს აქვთ სპეციალური რეგლამენტი, რომელიც მთავრობამ მიიღო და რომელიც მათ უნდა დაიცვან“, — განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.

წინასწარი ინფორმაციით, სილამაზის სალონების შემოწმება საქართველოს რეგიონებში წელიწადში ერთხელ ჩატარდება, რაც ძირითადად С ჰეპატიტის პრევენციისკენაა მიმართული.

თბილისში სილამაზის სალონებში მსგავსი შემოწმებები 2014 წლის ივნისიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0