თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი შეემატა

© FB / Tbilisi Zooმაიმუნები თბილისის ზოოპარკში
მაიმუნები თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერბერული მაკაკები წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს 2016 წელს საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა გადმოსცა საჩუქრად.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში ბერბერული მაკაკა დაიბადა, ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბერბერული მაკაკა, ანუ მაგოტი უკუდო ვიწროცხვირა მაიმუნია. სხეული დაფარული აქვს ხშირი მუქი-ყვითელი ბალნით, ხშირად მოწითალო ელვარებით. 4-5 წლის ასაკში მაგოტები ზრდასრულ ასაკს აღწევენ, სულ 20 წელს ცხოვრობენ. გავრცელებულია ატლასის მთებში (მაროკო, ალჟირი და ტუნისი) და გიბრალტარის კლდეებზე. 

თბილისის ახალი ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, როგორ ერთობიან ზოოპარკის ბინადრები პატარა, „დაჭყანულ“ მაკაკასთან ერთად.

„ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმუნები ბევრი რაღაცით გვგვანან ადამიანებს. მაგალითად, მაკაკებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ, ახლობელი რომ იმშობიარებს და დიდი ზარ-ზეიმით გავეშურებით-ხოლმე ახალშობილის მოსანახულებლად. რას აკეთებენ? შექუჩდებიან, მიუცუცქდებიან და გულდასმით იკვლევენ ჯგუფის ახალ წევრს.. მშობლები მნახველებს დიდსულოვნად აძლევენ შვილის მიალერსების საშუალებას, მაგრამ თან მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. შემთხვევით თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა და წამოაკივლა პატარა, გემრიელად ჩააფეთებენ გათამამებულ სტუმარს, ნუ აწუხებო…“, – წერია განცხადებაში.

ბერბერული მაკაკები წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს 2016 წელს საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა გადმოსცა საჩუქრად.

2015 წლის წყალდიდობისას დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის ზოოპარკები დაეხმარნენ.


ყველა ახალი ამბავი
0