თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ვოლიერების მოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ გრძელდება.
თუმცა, მიუხედავად მიმდინარე სამუშაოებისა, აქ თავი უკვე მოიყარეს პირველმა ბინადრებმა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში, რომელი ცხოველები ცხოვრობენ ახალ ზოოპარკში.

1/16
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისის ახალი ზოოპარკში პირველები მგლები და დათვები დასახლდნენ

2/16
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისის ახალი ზოოპარკს დიდი სივრცე აქვს - ახლა ბინადრებს გაცილებით უკეთეს პირობებში შეეძლებათ ცხოვრება

3/16
© Sputnik / Levan Avlabreli
მგლები ახალ ზოოპარკში თავს უკეთ გრძნობენ, ვიდრე ძველში, სადაც ტერიტორია გაცილებით ნაკლები ჰქონდათ

4/16
© Sputnik / Levan Avlabreli
ობოლ დათვის ბელს, რომელიც ზოოპარკმა მაისში შეიფარა, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პატივსაცემად გარინჩა დაარქვეს

5/16
© Sputnik / Levan Avlabreli
საქართველოს სხვადასხვა მხარეებში ნაპოვნი ბელები ახალ ზოოპარკში ცხოვრობენ მანამ, სანამ არ გაიზრდებიან

6/16
© Sputnik / Levan Avlabreli
ახალ ზოოპარკში უკვე ბინადრობენ ირმებიც

7/16
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზეა განთავსებული

8/16
© Sputnik / Levan Avlabreli
მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის ტერიტორიიზ მოწყობა კვლავ მიმდინარეობს, აქ უკვე ბინადრობენ სხვადასხვა ცხოველები და ასევე მოქმედებს საჯირითო კლუბი "სპირიტი"

9/16
© Sputnik / Levan Avlabreli
სამი ბელი ახალ ზოოპარკში ორი თვის წინ მიიყვანეს ლეჩხუმიდან, ცაგერიდან და ყაზბეგიდან

10/16
© Sputnik / Levan Avlabreli
თავიდან გარინჩა ძალიან სუსტად იყო და კოჭლობდა, თუმცა ახლა ყველა ბელი კარგად გრძნობს თავს

11/16
© Sputnik / Levan Avlabreli
როდესაც ბელები 9 თვისები გახდებიან, მათ ბუნებაში გაუშვებენ

12/16
© Sputnik / Levan Avlabreli
ვოლიერების მოწყობისას უცხოური გამოცილება გამოიყენეს - ცხოველებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნეს

13/16
© Sputnik / Levan Avlabreli
რათქმაუნდა, ზოოპარკი არ არის თავისუფალი ცხოვრება, თუმცა აქ ცხოველებს ადამიანები ზიანს ვერ მიაყენებენ

14/16
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისის ახალი ზოოპარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტი სხვადასხვა ცხოველებისათვის შესაბამისი ვოლიერების მოწყობის საშუალებას იძლევა

15/16
© Sputnik / Levan Avlabreli
ვოლიერების უზარმაზარი სივრცეები შემოფარგლულია სხვადასხვა სახის ღობეებითა და გისოსებით, ხოლო მტაცებელთა ვოლიერები, კიდევ უფრო საიმედოდაა დაცული

16/16
© Sputnik / Levan Avlabreli
არცოდნის შემთხვევაში, ალბათ ვერავინ იფიქრებს, რომ ფოტოზე თბილისის ახალი ზოოპარკის ერთ-ერთი ვოლიერია ასახული